42° პარალელი - რისი ეშინია გრეტა ტუნბერგს / ორი გერმანიის თუ გერმანელების გაერთიანება?! / ასადების სირია: ჰაფეზი
  • გრეტა ტუნბერგი 16 წლის შვედი გოგონაა. ერთი წლის წინ გლობალური დათბობის შეჩერების მოთხოვნით გრეტა სკოლის ნაცვლად შვედეთის პარლამენტთან მივიდა. მას სურდა არა მხოლოდ ყველაფერი გაუმჯობესებულიყო, არამედ პოლიტიკოსებს ახლავე ყველა საქმე მიეტოვებინათ და სამყაროს გადარჩენისთვის მიეხედათ. რეზი ქოიავა მოგითხრობთ ახალგაზრდა შვედ კლიმატის აქტივისტზე.
  • ინტერვიუ გერმანელ ჟურნალისტ, მიკაელ ფელდმანთან. რა იწვევს აღმოსავლეთ გერმანიაში მოქალაქეების უკმაყოფილებას და რატომ არის იქ პოპულარული ანტისისტემური პოლიტიკური ჯგუფები.
  • სულ მალე ნახევარი საუკუნე გავა მას შემდეგ, რაც სირიის არაბულ რესპუბლიკას ასადების საპრეზიდენტო დინასტია მართავს. ყველასთვის ცნობილია სირიელი „ლომები“ – ჰაფეზი და ბაშარი, ცნობილია მათი მმართველობის სტილიც, რითაც მათ ხუთი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური ძალაუფლება შეინარჩუნეს. თუმცა, მათმა ხელისუფლებამ თვისებრივად შეცვალა არაბული რესპუბლიკა, რომელსაც საერთო აღარაფერი აქვს მის მანამდელ ტიპთან.

42° პარალელი