42° პარალელი - პარტიული კრიზისი გერმანიაში
  • გასულ კვირას ტურინგიის ფედერალურ მიწაზე, სადაც ვადამდელი არჩევნები ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ჩატარდა, ადგილობრივი მთავრობა ჩამოყალიბდა ტომას კიმერიხით სათავეში. იგი წარმოადგენს ლიბერალურ თავისუფალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც ამომრჩეველთა 5% მხარდაჭერა მიიღო. ტურინგიის მთავრობის ხელმძღვანელი კი გახდა ქრისტიან-დემოკრატების და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერით. სწორედ ამ უკანასკნელის მონაწილეობა იყო გადამწყვეტი, რამაც გამოიწვია შოკი პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და აქციები ქუჩაში, რომლის დროსაც ლიბერალები ნაციზმის აღზევების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. რეზი ქოიავა მოგითხრობთ გერმანული პარტიული სისტემის კრიზისის და ტურინგიის ინციდენტის შესახებ

42° პარალელი

დატოვე კომენტარი