42° პარალელი - ოლიმპიური ფიასკო: რუსეთი და ოლიმპიადების მომავალი

ბევრისთვის ცნობილი სიტყვათშეთანხმება „სოჭის ტრიუმფი“ ამიერიდან ოფიციალურად ირონიულ, უფრო ზუსტად, დამცინავ გამონათქვამად იქცა. ბიატლონისტ ევგენი უსტიუგოვის დისკვალიფიკაციის შემდეგ, რუსეთმა დაკარგა ოქროს მედალი ესტაფეტაში და, შესაბამისად, ლიდერობა 2014 წლის ოლიმპიადის გუნდურ ჩათვლაში.

რუსი სპორტსმენების მხრიდან დოპინგის გამოყენების ახალ-ახალი საქმეები საერთაშორისო სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში სააპელაციო მოსმენის შედეგსაც ნათელს ხდის. სავარაუდოდ, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს დეკემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება და რუსი ათლეტები ორ მომდევნო ოლიმპიადაზე ტოკიოსა და პეკინში, როგორც უკანასკნელზე პიონჩანგში – დროშისა და ეროვნული გამორჩეულობის სხვა ნიშნების გარეშე წავლენ.

რეზი ქოიავა მოგითხრობთ რუსული დოპინგის და ოლიმპიადის მომავლის შესახებ

42° პარალელი

დატოვე კომენტარი