42° პარალელი - მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური ეკონომია

75 წლის წინ, 1945 წლის 2 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ამ დღეს ჩვენ უნდა გავიხსენოთ არა მხოლოდ საგმირო ისტორიები, არამედ დავფიქრდეთ იმაზეც, თუ რატომ გახდა შესაძლებელი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი კატასტროფა.

დღეს სამხედრო-პატრიოტული მითები შეიარაღების, მათ შორის ბირთვული შეიარაღების რბოლის გამართლებისთვის გამოიყენება. 1914 წელს კი ფრანგი სოციალისტების ლიდერი, ანტიმილიტარისტი ჟან ჟორესი წერდა: „კაპიტალიზმი ისევე ატარებს საკუთარ თავში ომს, როგორც ღრუბელი ელჭექს“. დღევანდელ სიუჟეტში მოგითხრობთ, თუ როგორ მიიყვანა „სამხედრო კაპიტალიზმის“ განვითარებამ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ცივილიზაცია თვითგანადგურების პირას.

42° პარალელი

დატოვე კომენტარი