42° პარალელი - „ჰუკი მარჯვნიდან“ ბუნდესვერს ​

გერმანული ბუნდესვერი, რომელიც საინფორმაციო სიახლეების ველში მრავლრიცხოვანი შიდა პრობლემების გამო ხშირად ხვდება, კვლავ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ელიტური დანაყოფი KSK-ს მეორე ჯგუფი თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის ბრძანებით დაშალეს. გერმანული სპეცრაზმის დანარჩენმა ჯარისკაცებმა კი ოქტომბრამდე გამოსასწორებელი პერიოდი უნდა გაიარონ, რომლის შედეგადაც საკადრო და ორგანიზაციულ გადაწყვეტილებებს გამოიტანენ. ასეთი მკვეთრი ნაბიჯების საფუძვლად იქცა სამხედრო კონტრდაზვერვის გამოძიება, რომლის თანახმადაც სულ მცირე 2017 წლიდან სპეცრაზმის ელიტურ ნაწილში შეინიშნებოდა შემთხვევები, რომლებიც ნაწილის მემარჯვენე რადიკალურ წრეებთან კავშირებზე მიუთითებდა. გერმანიაში მიმდინარე სკანდალის შესახებ რეზი ქოიავა მოგითხრობთ

42° პარალელი

დატოვე კომენტარი