42° პარალელი - გლობალური ბრიტანეთის კონცეფცია

2021 წლის 16 მარტს პოსტბრექსიტულმა დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკამ კონცეპტუალური საფუძველი საბოლოოდ მიიღო. ბორის ჯონსონის ხელისუფლებამ 114-გვერდიანი დოკუმენტი – „გლობალური ბრიტანეთი კონკურენციის ეპოქაში: უსაფრთხოების, თავდაცვის, განვითარების და საგარეო პოლიტიკის კომპლექსური მიმოხილვა“ გამოაქვეყნა. მიმოხილვა ცივი ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უდიდეს გადააზრებად წარმოაჩინეს, ხოლო პრემიერ-მინისტრის წინასიტყვაობამ „მიმოხილვის ცენტრალურ მნიშვნელობას კონსერვატორული ხელისუფლების პრიორიტეტებში“ ხაზი გაუსვა. რეზი ქოიავა მოგითხრობთ გლობალური ბრიტანეთის კონცეფციაზე, მასში არსებულ წინააღმდეგობებზე და განხორციელების შესაძლებლობაზე.

42° პარალელი

დატოვე კომენტარი