42° პარალელი - განქორწინების ზღვარზე: ტექნოლოგიური ომის ახალი ეტაპი
  • 2020 წლის 15 მაისს, ჰუავეის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ ჩინური ელექტრონული გიგანტის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად 2020 წლის სექტემბრიდან იკრძალება როგორც ჰუავეის, ასევე ჩინური გიგანტის შეკვეთით მესამე კომპანიების მიერ ამერიკული ტექნოლოგიების და პროგრამების გამოყენება ჩიპების წარმოებისთვის. სანქციები სურპრიზად არ იქცა, თუმცა მათი სიმბოლური მნიშვნელობა უზარმაზარია. ორ ქვეყანას შორის კორონავირუსის პანდემიის გამო დაპირისპირების ზრდის ფონზე, ისინი არა მხოლოდ 2020 წლის იანვარში დამყარებული „მყიფე მშვიდობის“ დარღვევის საფუძველს, არამედ ტექნოლოგიური ომის ახალ ეტაპს წარმოადგენენ.

42° პარალელი

დატოვე კომენტარი