42° პარალელი - ეთიკური ქეისი: მეცნიერები ომში

ბირთვული იარაღი შეიმუშავეს ე.წ. „მანჰეტენის პროექტის“ რეალიზაციის ფარგლებში, რომელშიც მრავალი მეცნიერი, სამხედრო და სხვადასხვა კვალიფიკაციის ადამიანი მონაწილეობდა. ეთიკურ ქეისს უკვე წარმოადგენს თავად ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა და აუცილებლობა. თუმცა ამ შემთხვევაში მე საკითხს სხვაგვარად დავსვამ. შეიძლება თუ არა გაუთანაბრდნენ „მანჰეტენის პროექტზე“ მომუშავე მეცნიერები – რობერტ ოპენჰეიმერი, ნილს ბორი, ენრიკო ფერმი და სხვები სამხედროებს, რომლებიც იაპონიის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს აწარმოებდნენ და იქცნენ კანონიერ სამიზნედ სამხედრო თავდასხმისთვის? ზოგადად, რამდენად ეთიკურია მეცნიერისთვის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა? რეზი ქოიავას სიუჟეტი

42° პარალელი

დატოვე კომენტარი