42° პარალელი - ჩინეთის მმართველობა - როგორ არის მოწყობილი ძალაუფლების სისტემა ჩინეთში

ქართველების უმრავლესობამ ჩინეთზე ორი რამ იცის: რომ იქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და კომუნიზმია. საკითხით უფრო დაინტერესებულებმა იციან, რომ ჩინეთი ახორციელებს პროექტს „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელშიც საქართველოც მოიაზრება. თუმცა ჩვენთან ცოდნა მილიარდნახევრიან ქვეყანაზე მაინც მწირია. თუმცა XXI საუკუნეში ჩინეთზე დიდწილად იქნება დამოკიდებული როგორც მსოფლიო პოლიტიკა, ასევე მსოფლიო ეკონომიკა. პეკინის გადაწყვეტილებები უკვე ვაშინგტონზე არანაკლებ გავლენას ახდენს მსოფლიო ბაზრებზე და იწვევს გლობალურ კრიზისებს. როგორ არის მოწყობილი ჩინეთის სახელმწიფო მანქანა და ვინ მართავს რეალურად მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ეკონომიკას. ამის შესახებ გაიგებთ რეზი ქოიავას ვიდეოების სერიიდან ძალაუფლების სისტემის შესახებ ჩინეთში.

42° პარალელი

  

დატოვე კომენტარი