42° პარალელი - არაოფიციალური სტრუქტურა - ლოიალობა მხარდაჭერის სანაცვლოდ

ისევე როგორც საბჭოთა კავშირში, ჩინეთშიც კომუნისტური პარტიის შიგნით არსებობს სხვადასხვა ჯგუფები, რომელთაც აქვთ პროფესიული ან რეგიონული საფუძველი. ისინი ფორმირდებიან ძლიერი ფიგურის (ძირითადად გენერალური მდივნის) ირგვლივ და ცვლიან პირად ლოიალობას საკუთარი უფროსისადმი სწრაფ კარიერულ წინსვლაზე. ვიდეოში აღწერილი კლანები არ უნდა მივიჩნიოთ უცვლელ და ფიქსირებულ ჯგუფებად: ისინი ცვალებადია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება მიეკუთვნებოდეს რამდენიმე მათგანს. კლანების როლი იცვლებოდა კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებში, თუმცა ისინი მუდამ არსებობდნენ ოფიციალური პოლიტიკის მიღმა და ახდენდნენ მასზე მნიშვნელოვან გავლენას. რეზი ქოიავას სიუჟეტი

42° პარალელი

  

დატოვე კომენტარი