42° პარალელი - ახალი ნავალნი კრემლის წინააღმდეგ

მოწამვლის შემდეგ ჟურნალ „Der Spiegel-ისთვის” მიცემულ პირველ ინტერვიუში, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მისი მკვლელობის მცდელობის უკან პირადად ვლადიმირ პუტინი დგას და რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს უარი თქვას მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის ამ მეთოდზე. ამ ინტერვიუს საპასუხოდ, 1-ელ ოქტომბერს პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოულოდნელად მწვავე და ვრცელი პასუხი შემოგვთავაზა, სადაც ნავალნი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე მუშაობასა და პრეზიდენტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. რევაზ ქოიავა მოგითხრობთ ნავალნის ახალ როლზე რუსულ პოლიტიკაში

42° პარალელი

დატოვე კომენტარი