42° პარალელი - 11 სექტემბერი და სამყარო მას შემდეგ / ბელარუსული „შავი ყუთი" / ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
  • 11 სექტემბერი და სამყარო მას შემდეგ – ისტორიული ტრაგედიის სოციალური, კულტურული და პოლიტიკური შედეგები;
  • არჩევნები ბელარუსში ჩვეული ოფიციალური ციფრებით, თუმცა საზოგადოებისგან სრულიად ახალი რეაქციით დასრულდა. დღეს თითქმის წარმოუდგენელია არა მხოლოდ მოვლენათა განვითარების გამოცნობა, არამედ ინტერესთა ჯგუფების განსაზღვრა, რომლებიც რეალურ მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ პროცესში. როგორ გამოვა ქვეყანა არსებული პოლიტიკური კრიზისიდან, ჯერ ნათელი არ არის, თუმცა იგი ნამდვილად არ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქუჩის შეტაკებები დაღუპული და ათეულობით მძიმედ დაშავებული ადამიანით შევა ისტორიაში, როგორც ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის შემოდგომის სიმბოლო. არ არსებობს ცხადი საშუალება აღმოიფხვრას ნაპრალი მის ძალაუფლებასა და ბელარუსების უმრავლესობას შორის;
  •  უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, დონალდ ტრამპი გახლდათ მთავარი შოუმენი. მთავარი ამბის მთხრობელი. მთავარი მედიაკრიტიკოსი და მთავარი „სელებრითი” ამ სამყაროში. 2020 წელს კი ყველაფერი შეიცვალა. ის სცენაზე მთავარი აღარაა. ის აღარ ქმნის მთავარ ამბავს.. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი ე.წ. მერყევ შტატებში წყდება. მათე გაბიცინაშვილი გვიყვება, თუ როგორია მთავარი „მერყევი შტატების” ელექტორალური ქცევა 2000 წლიდან მოყოლებული ბოლო 4 საპრეზიდენტო არჩევნებში.

42° პარალელი

 

დატოვე კომენტარი