12 ივლისს, 23:00 საათზე - „ტყიბულის შახტის საიდუმლო, რაზე ლაპარაკობენ ნიშნები“ - „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი

ტყიბულის შახტის ავარიებზე ექსპერტების სკანდალური ვერსიები. ავარიის ადგილზე აღმოჩენილი ქვანახშირის მოპოვების აკრძალული ტექნოლოგიის ნიშნები.

რატომ არ საჯაროვდება გერმანელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც უკვე ნახევარი წელია საქართველოშია.

სახელმწიფო პოლიტიკის გამოცდა ტყიბულში – ნებაზე მიშვებული, უკონტროლოდ დატოვებული ქვანახშირის კუსტარული გვირაბები, რომელშიც უსაფრთხოების ყველა წესი დარღვეულია; მიწაში ჩაშვებული ჟანგიანი რელსები – რისკის გზა არსებობის წილი ქვანახშირისკენ.

„გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი „ტყიბულის შახტის საიდუმლო, რაზე ლაპარაკობენ ნიშნები“ – ნახეთ ორშაბათს,  12 ივლისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველ არხზე.