მეორე არხი

ის, რაც გვაერთიანებს

 

ვინ ვართ ჩვენ

საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელეარხს – პირველი არხი (მაუწყებლობს 1956 წლიდან) და მეორე არხი (1991 წლიდან), ასევე რადიოარხებს – რადიო ერთი – საქართველოს რადიო FM 102.4 (1925 წლიდან), რადიო ორი – პირველი არხი მუსიკა FM 100.9 (1995 წლიდან).

საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნას საფუძველი ჩაუყარა კანონმა მაუწყებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 23 დეკემბერს მიიღო და ძალაში 2005 წლის 18 იანვარს შევიდა. სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის საზოგადოებრივ მაუწყებლად ტრანსფორმაციის პროცესის დასაწყისი სწორედ კანონის მიღებას უკავშირდება, რომლის რეალური დანერგვა მმართველობის ახალ ფორმაზე გადასვლით დაიწყო.

2005 წლის 10 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა სამეურვეო საბჭოს, როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული და საზოგადოების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა; ხოლო სამეურვეო საბჭომ 2005 წლის 19 აგვისტოს ღია კონკურსის წესით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი აირჩია.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტებით. მთავარ მისიას დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლება, მრავალფეროვნებისა და სოციალური ინტეგრაციის ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოებისთვის კულტურული ფასეულობების მიწოდება წარმოადგენს. მკვეთრად განსაზღვრული ამოცანები და ღირებულებები საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხმარება, ყველა ის საინფორმაციო, ანალიტიკური, დოკუმენტური, შემეცნებითი, სპორტული და სხვა მიმართულების გადაცემა, რომელიც მზადდება, დროულად და ხარისხიანად მივიდეს მაყურებლამდე და მსმენელამდე.

ხედვა

  • იყოს საქართველოში ყველაზე სანდო
  • ხარისხიანი, მრავალფეროვანი
  • აქტუალური და ხელმისაწვდომი მედია

მისია

  • პიროვნული თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული
  • მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და სოლიდარობით გაერთიანებული
  • კულტურული იდენტობის დამცველი მრავალფეროვანი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა
  • საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საინფორმაციო და გასართობი მედია პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზებით

საჯარო მისწრაფება

  • მოქალაქეობის ინსტიტუტისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა
  • პიროვნების ეთიკური, ესთეტიკური და ინტელექტუალური თვალსაწიერის გაფართოება
  • არსებული მრავალფეროვნების (განსხვავებულთა ინდივიდუალურობა) წარმოჩენა და ერთიანი სამოქალაქო ერის ფორმირების ხელშეწყობა (თანაბარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაჩენა)
  • საქართველოს საზოგადოებაში შემოქმედებითობის წახალისება და კულტურული თვითმყოფადობის წარმოჩენა
  • მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა მათი სამომხმარებლო ინტერესის დაკმაყოფილებით
  • საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და ხარჯვათა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა

ძირითადი გამოწვევები და სტრატეგიული მიზნები

ძირითადი გამოწვევები

  • კონკურენცია კომერციულ მაუწყებლებთან
  • მულტიმედიურ სისტემაზე გადასვლა
  • ეფექტიან და გამჭვირვალე საჯარო სამსახურად ჩამოყალიბება
  • საზოგადოებრივ ინსტიტუციად ჩამოყალიბება

სტრატეგიული მიზნები

  • დაამკვიდროს საუკეთესო საჯარო მომსახურება
  • აწარმოოს და შეიძინოს მაღალი ხარისხის პროდუქტი
  • დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები
  • გაზარდოს ფასეულობა დანახარჯის შესაბამისად
  • შექმნას ეფექტიანი საპარტნიორო გარემო
  • მიაღწიოს ორგანიზაციული პროცესების ეფექტიანობას
  • აიმაღლოს იმიჯი