საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელს უწყობს ადამიანების მიერ ერთმანეთის და სამყაროს შეცნობას. აძლიერებს ქართულ საზოგადოებას და კულტურას.
სანდოობა და პასუხისმგებლობა - ჩვენს მისიას
დამოუკიდებლად ვახორციელებთ.
კრეატიულობა - გვაქვს ახალი იდეების
მხარდაჭერის გამბედაობა.
მთავარი ღირებულება - ადამიანი - ერთად
ყველაფერი შეგვიძლია.
საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მაუწყებელი ქმნის ქვეყანაში ქართული აუდიოვიზუალური პროდუქტის წარმოების ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას უახლესი ინფრასტრუქტურით, ტექნიკით და ტექნოლოგიებით.
1
ციფრულ პლატფორმებზე წვდომის და ბავშვების/ახალგაზრდების აუდიტორიის გაზრდა.
2
პიროვნებაზე ორიენტირებული და საზოგადოებისთვის ღირებული პროდუქტის შექმნა.
3
სანდო პლატფორმა ყველა თვალსაზრისისთვის.
4
პირველი არხის ბრენდის გაძლიერება.
5
ქართული შემოქმედებითი სექტორის განვითარება - ჩვენი და პარტნიორების წინსვლისთვის მდგრადი მიდგომის ჩამოყალიბება.
გადაცემების და პროექტების შექმნის პროცესში, ასევე ორგანიზაციულ ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეფექტური დანერგვა. შესაძლებლობასთან ერთად, ჩვენ კარგად ვიაზრებთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოწვევებს, მისი ეთიკური გამოყენებისა და საავტორო უფლებებთან მიმართებაში სამართლიანი მიდგომის აუცილებლობას.
ახალი სტრიმინგ პლატფორმის 1tvplay.ge განვითარება ქართული შემოქმედებითი პროდუქტის საშუალებით, ახალგაზრდა აუდიტორიის მოცვის გაზრდა და მათთვის მაღალი ხარისხის ეროვნული და საუკეთესო ქართული გახმოვანების უცხოური პროდუქტების შეთავაზება.
ჩვენს პროექტებს აუდიტორიის ყველა სეგმენტის კარგი მოცვა აქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ახალი პროდუქტების განვითარებას, რამდენადაც კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა - ავსახოთ მრავალფეროვნება. განსხვავებული აზრის და შეხედულების ასახვასთან ერთად, ვქმნით კონტენტს, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, ვსწავლობთ შინაარსის შექმნის ახალ ფორმებს და მექანიზმებს, ვნერგავთ კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პრინციპებსა და მეთოდებს.