საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელს უწყობს ადამიანების მიერ ერთმანეთის და სამყაროს შეცნობას. აძლიერებს ქართულ საზოგადოებას და კულტურას.
სანდოობა და პასუხისმგებლობა - ჩვენს მისიას
დამოუკიდებლად ვახორციელებთ.
კრეატიულობა - გვაქვს ახალი იდეების
მხარდაჭერის გამბედაობა.
მთავარი ღირებულება - ადამიანი - ერთად
ყველაფერი შეგვიძლია.
საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მაუწყებელი ქმნის ქვეყანაში ქართული აუდიოვიზუალური პროდუქტის წარმოების ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას უახლესი ინფრასტრუქტურით, ტექნიკით და ტექნოლოგიებით.
1
ციფრულ პლატფორმებზე წვდომის და ბავშვების/ახალგაზრდების აუდიტორიის გაზრდა.
2
პიროვნებაზე ორიენტირებული და საზოგადოებისთვის ღირებული პროდუქტის შექმნა.
3
სანდო პლატფორმა ყველა თვალსაზრისისთვის.
4
პირველი არხის ბრენდის გაძლიერება.
5
ქართული შემოქმედებითი სექტორის განვითარება - ჩვენი და პარტნიორების წინსვლისთვის მდგრადი მიდგომის ჩამოყალიბება.
ჩვენს პროექტებს აუდიტორიის ყველა სეგმენტის კარგი მოცვა აქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ახალი პროდუქტების განვითარებას, რამდენადაც კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა - ავსახოთ მრავალფეროვნება. განსხვავებული აზრის და შეხედულების ასახვასთან ერთად, ვქმნით კონტენტს, რომელიც აერთიანებს. ვსწავლობთ შინაარსის შექმნის ახალ ფორმებს და მექანიზმებს. ვნერგავთ კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პრინციპებს და მეთოდებს.
ახალი შენობის, ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების საშუალებით ვქმნით ორგანიზაციაში უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს. ინვესტიციას ვდებთ ორგანიზაციულ განახლებაში, თანამშრომლების კომპეტენციების განვითარებაში, სწრაფად ცვალებად მედია გარემოში უკეთ ადაპტაციის მიზნით.
Digital First - პრიორიტეტია უნიკალური და ინდივიდუალურად თითოეულ მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმების განვითარება. მთავარი ამოცანა - 1tvplay.ge პლატფორმის გაძლიერება.