წმინდა ინგლისური მკვლელობა
ორშაბათი-პარასკევი, 13:30

სერიალში „წმინდა ინგლისური მკვლელობა“(U) მოქმედება ვითარდება გამოგონილ, მიდსომერის საგრაფოში.

პასტორალურ ფონზე სასტიკი მკვლელობები ხდება. ეს მწვანეში ჩაფლული, წყნარი დასახლება საიდუმლოებებით არის მოცული.

გამომძიებელი ტომ ბარნაბი (DCI Tom Barnaby) და მისი დამხმარე ახალგაზრდა სერჟანტი სასტიკ, ხშირად იდუმალებით მოცულ მკვლელობებს იძიებენ. დანაშაული უნდა გაიხსნას – მათ პროფესიულ საქმიანობაში ჩვეული სიმშვიდე, გამჭრიახობა, ლოგიკა ეხმარება.

რეიტინგული სერიალის სიუჟეტი ეფუძნება ქეროლაინ გრემის (Caroline Graham) დეტექტივებს. ბრიტანელებისთვის ჩვეული კონსერვატიზმი, ტრადიციების ზედმიწევნით დაცვა – დეტექტივის ლაიტმოტივია.