რა? სად? როდის?
31 მაისიდან - კვირა, 23:30

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ უკვე 45 წელია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგსა და პოპულარობას ყველა ასაკის ტელემაყურებელში.

ელიტარული ინტელექტ-კლუბი საქართველოს პირველ არხზე დაბრუნდა და მაყურებელს რიგით მე-18 სეზონს სთავაზობს. ამ მაჩვენებლით ქართული „რა? სად? როდის?“ ყველაზე ხანგრძლივი საერთაშორისოდ ლიცენზირებული (სინდიცირებული) პროექტია ქართულენოვან ტელესივრცეში. იმავე ფორმატის პროექტები ეთერში გადის აშშ-ის, უკრაინის, რუსეთის, იტალიის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ლიტვის, სომხეთის, ესტონეთის, თურქეთის, ყაზახეთის ტელეარხებზე.

ზაფხულის სერია (მაისი – ივლისი) – ექვსი ეპიზოდი

მონაწილეობენ:
• ანა ბაძაღუას ექვსეული
• გიორგი რობაქიძის ექვსეული
• ნინო ბერიშვილის ექვსეული
• მარიამ მახარაძის ექვსეული
• თორნიკე გოგისვანიძის ექვსეული

ყოველი სერია შედგება ხუთი შესარჩევი და ერთი ფინალური თამაშისგან. ყოველი ფინალის ბოლოს დასახელდება სპეციალური პრიზის – „ბროლის ბუს“ მფლობელი. თუ ფინალს მოიგებენ მოაზროვნეები, „ბროლის ბუ“ მიენიჭება გუნდის უძლიერეს წევრს. ტელემაყურებელთა მოგების შემთხვევაში, „ბროლის ბუ“ საუკეთესო შეკითხვის ავტორს გადაეცემა.

თამაშში შეკითხვის გაგზავნა შეუძლია ნებისმიერ ტელემაყურებელს. ამისათვის საჭიროა მოგვაწოდოთ თქვენი შეკითხვები საფოსტო მისამართზე: თბილისი-14, სააბონენტო ყუთი №5, „რა? სად? როდის?“ ან ელ-ფოსტით: [email protected]

ვიდეო/აუდიო