რა? სად? როდის?

2023 (16)

გადაცემა რამდენიმე ათწლეულია, ინარჩუნებს მაღალ რეიტინგსა და პოპულარობას ყველა ასაკის ტელემაყურებელში.

 

პროექტი „ინტელექტ-კლუბი“ საქართველოს პირველ არხზე პირველად 1996 წელს გავიდა. ქართული „რა? სად? როდის?“ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროექტია ჩვენს ტელესივრცეში.

 

ყოველი სერია შედგება ხუთი შესარჩევი და ერთი ფინალური თამაშისგან. ყოველი ფინალის ბოლოს სახელდება სპეციალური პრიზის – „ბროლის ბუს“ მფლობელი. ფინალს თუ მოაზროვნეები მოიგებენ, „ბროლის ბუ“ მიენიჭება გუნდის უძლიერეს წევრს. ტელემაყურებელთა მოგების შემთხვევაში, „ბროლის ბუ“ საუკეთესო შეკითხვის ავტორს გადაეცემა.

 

თამაშში შეკითხვის გაგზავნა შეუძლია ნებისმიერ ტელემაყურებელს. ამისათვის საჭიროა მოგვაწოდოთ თქვენი შეკითხვები საფოსტო მისამართზე: თბილისი-14, სააბონენტო ყუთი №5, „რა? სად? როდის?“, ან ელ-ფოსტით: [email protected]

 

ავტორი და წამყვანი - გიორგი მოსიძე

ეპიზოდები
S1E1 | ტელემაყურებელი ანა ბაძაღუას ექვსეულის წინააღმდეგ
S1E2 | ტელემაყურებელი ლაშა ბოჟაძის ექვსეულის წინააღმდეგ
S1E3 | ტელემაყურებელი გიორგი რობაქიძის ექვსეულის წინააღმდეგ
S1E4 | ტელემაყურებელი რეზო რობაქიძის ექვსეულის წინააღმდეგ
S1E5 | ტელემაყურებელი თორნიკე გოგისვანიძის ექვსეულის წინააღმდეგ
S1E6 | ტელემაყურებელი თორნიკე გოგისვანიძის ექვსეულის წინააღმდეგ
რა? სად? როდის?
ინტელექტუალური თამაში
შარქ თენქ საქართველო
შემეცნებით-გასართობი შოუ