მის მარპლი (U)
ორშაბათი-პარასკევი, 13:00

ასაკოვანი ქალბატონი ჯეინ მარპლი ბრწყინვალე ინტელექტისა და გამჭრიახობის წყალობით იდუმალებით მოცული მკვლელობების, ერთი შეხედვით ამოუხსნელი საქმეების გახსნას ახერხებს.

მოხუცი პატარა, წყნარ სოფელში ცხოვრობს. ის ნათესავებსა და ახლობლებს მეზობელ სოფლებში ხშირად სტუმრობს და ბურუსით მოცული საქმეების გამოძიებაში ერთვება. მის გამოცდილ თვალს უმნიშვნელო დეტალებიც კი არ გამორჩება; ადამიანების ქცევის, ჟესტების გახსენება დამნაშავის ამოცნობაში ეხმარება, თავსატეხის ამოხსნას უადვილებს.

რეიტინგული სერიალის სიუჟეტი ეფუძნება აგათა კრისტის დეტექტივებს.