ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი

წამყვანი – დავით ველიჯანაშვილი

გეიმ-შოუ ამერიკული კომპანია Metro Goldwyn Mayer-ის პროექტია, რომელიც დღემდე მსოფლიოს 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ეს არის გეიმ-შოუ, სადაც ყველაფერი სკოლასთან, სწავლასთან და სკოლის პერიოდთან ასოცირდება. სტუდიაც საკლასო ოთახის პრინციპით არის მოწყობილი და თამაშიც სწორედ ერთი გაკვეთილის მოდელით ხორციელდება. გადაცემის მთავარი გმირი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანია და ის ცდილობს გამოიცნოს კითხვები, რომლებიც მხოლოდ დაწყებითი ექვსი კლასის სკოლის მასალიდან არის მოცემული. სტუმარს პასუხების გამოცნობაში 5 მეექვსეკლასელი ეხმარება. თითოეული სწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშე იგებს თანხას. მოგებული თანხით კი, გადაცემის სტუმარი მისთვის სასურველ სკოლას ეხმარება.

შოუში მონაწილე მეექვსეკლასელები მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩნენ.

დაგვიმეგობრდი Facebook-ის გვერდზე და გაიგე ჩვენს შესახებ პირველმა

ვიდეო/აუდიო