კედრის ყურე (U)
ორშაბათი-პარასკევი, 16:30

ორშაბათი – პარასკევი, 16:30

კანადურ სერიალში „კედრის ყურე”(U) მთავარ როლს ცნობილი მსახიობი ენდი მაკდაუელი ასრულებს.

ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქში ცხოვრება ჩვეული წესით მიედინება. მოსამართლე ოლივია (Olivia Lockhart) პროვინციაში პატივსაცემი და ღირსეული ადამიანია. ოლივიას საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად უხდება ადამინების ბედზე ზეგავლენა – ის ყველას დახმარებას ცდილობს. გულისხმიერ ქალს იურიდიულის გარდა, პირადი საკითხების მოსაგვარებლადაც მიმართავენ.

ოლივია საკუთარ პირად პრობლემებს ძლივს უმკლავდება. ვაჟიშვილის დაღუპვის გამო, მისი ქორწინება კრახით დასრულდა. მარტოხელა დედა ქალიშვილს ზრდის. გოგონას ვერ დაულაგებია პირადი ცხოვრება და ხშირად უსიამოვნო სიტუაციებში ვარდება. ოლივიას დედა, ასაკის მიუხედავად, ენერგიული ქალია – უკანონო საქმიანობის გამო მასაც პრობლემები აქვს. ოლივია ეხმარება მეგობარსაც, რომელიც ქმარმა მიატოვა.

დიდი ტკივილისა და უამრავი საზრუნავის მიუხედავად, ოლივია პოულობს ძალას ცხოვრება თავიდან დაიწყოს – ისევ შეიყვაროს, თუმცა ირკვევა, რომ მისი რჩეული, საყვარელი მამაკაცი რაღაცას მალავს…