ჯიმი ნიუტრონი, გენიოსი ბიჭუნა
შაბათ-კვირა, 09:00

ანიმაციური სერიალი

ჯიმი გენიოსია. ის პატარა ქალაქში მშობლებთან და მეგობრებთან ერთად ცხოვრობს. როგორც ყველა ბავშვი ჯიმიც დადის სკოლაში, თამაშობს, ერთობა, თუმცა ის ყველაზე ჭკვიანია. მას ეკუთვნის არაჩვეულებრივი გამოგონებები, რაც ბევრ წამყვან მეცნიერსაც კი არ დაესიზმრებოდა. ჯიმის ბრწყინვალე გონების წყალობით რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევა შეუძლია. მან ხშირად იხსნა ქალაქი და მთელი პლანეტაც კატასტროფისგან; ცხადია, ეს ყველაფერი მეგობრების დახმარებით შეძლო.

სრულყოფილ ბიჭუნას ერთი ნაკლიც – ძალიან დიდი თავი აქვს. კაცმა რომ თქვას, აბა ამდენი ტვინი სად დაეტეოდა.