გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე

გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” არის მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის ნაცნობი, საინტერესო ადამიანები მაყურებელმა სხვა პრიზმიდან დაინახოს. ერთ რესპონდენტთან ინტერვიუს მსვლელობისას, სასაუბრო თემიდან გამომდინარე, შესაძლოა გადაცემამ რამდენიმე ფორმა დაიტიოს – შეიცავდეს პორტრეტის ელემენტებს, იყოს ე.წ. „ჰარდ თოქი”, ან უბრალოდ ორ ადამიანს შორის დიალოგი. მიუხედავად ფორმის ცვლილებისა, არ შეიცვლება მთავარი მიზანი – გადაცემა იყოს საინტერესო.