ღვინის გზა (U)
ორშაბათი-პარასკევი, 16:30

ორშაბათი – პარასკევი, 16:30

სერიალში ასახულია ორი ოჯახის რევერტებისა (Reverte) და კორტასარების (Cortázar) ცხოვრება. მათი საქმიანობა მევენახეობა და მეღვინეობაა.

ამ საქმიანობის გარდა, პერსონაჟებს ერთმანეთთან აკავშირებს, ან აპირისპირებს აკრძალული სიყვარული, მეგობრობა, ეჭვიანობა, ღალატი, ტყუილი, დამნაშავის ძიება.

ოჯახებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება აქვთ. წონასწორობა მას შემდეგ ირღვევა, რაც კორტასარების უფროს ვაჟზე თავდასხმა მოხდება. ახალგაზრდა სიკვდილს გადაურჩება, თუმცა მეხსიერებას კარგავს. ვითარება იძაბება.

ესპანური სერიალი არაერთი ფესტივალის გამარჯვებულია.