ელვინი და თახვები
შაბათ-კვირა, 08:00

როკის ნამდვილი ვარსკვლავების მხიარული თავგადასავალი. სამი თახვი და კომპოზიტორი დეივი ერთად ცხოვრობენ.

ახალგაზრდა კომპოზიტორი თახვებზე ზრუნავს და მათთვის შესანიშნავ სიმღერებსაც ქმნის, თუმცა ზოგჯერ მოთმინების ფიალა ევსება. ადვილი საქმე არ არის სახლში სამი მოუსვენარი თახვის ატანა.

მოხერხებული და ჭკვიანი თახვები დროს მხიარულად ატარებენ, სკოლაში დადიან, გოგონა თახვებთან მეგობრობენ და პატარა საიდუმლოსაც ინახავენ.

მეგობრები უჩვეულო სიტუაციებიდან გამოსავალს ყოველთვის ერთად პოულობენ.