დიდი ძარცვა (U)
ორშაბათი-პარასკევი, 16:00

ორშაბათი-პარასკევი, 16:00

ძარცვა, რიო დე ჟანეიროს სასტუმროში, რომელმაც ადამიანების ცხოვრება შეცვალა; ბევრისთვის განსაცდელად, ან ახალი ცხოვრების პერსპექტივად იქცა, ზოგიერთებისთვის კი დიდი გრძნობის დასაწყისი აღმოჩნდა.

ბრაზილიურ სერიალში გამოძიების პროცესის პარალელურად, წარმოჩენილია სერიალის გმირების ცხოვრება, მათი გრძნობები და არჩევანი, რომელსაც ხშირად ბედისწერის შეცვლა შეუძლია.

ფუფუნებას შეჩვეული და გაკოტრების პირას მყოფი მილიონერი სასტუმროს ბრაზილიელ ბიზნესმენს – ერიკ რიბეიროს (Eric Ribeiro) მიჰყიდის. ერიკი პატივსაცემი და წარმატებული საქმოსანია. მან პირად ცხოვრებაში დიდი ტრაგედია გადაიტანა, მეუღლე ავტოკატასტროფაში დაეღუპა, ერთადერთ შვილს კი ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.

სასტუმროს შესაძენად გადახდილი 40 მილიონი გაქრება. იწყება გამოძიება.

ეჭვი რომ არ გაჩნდეს, ძარცვაში მონაწილე სასტუმროს თანამშრომლები ფულს არ ხარჯავენ. ისინი მუშაობას აგრძელებენ და სასტუმროს გაკოტრებას ელოდებიან, რომ კარი სიხარულით გაიხურონ და ახალი ცხოვრება დაიწყონ.