დებატები 2018
22:00

საპრეზიდენტო არჩევნები 2018
22:00 საათზე

პირველი არხი არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს: ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 8 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.

დებატები შედგება ოთხი ბლოკისგან. სამ ბლოკში წამყვანი დაუსვამს შეკითხვებს დებატებში მონაწილეებს, ხოლო ერთი ბლოკი დაეთმობა თავად კანდიდატების შეკითხვებს ერთმანეთთან. კანდიდატების წარდგენის რიგითობა და პირველ კითხვაზე პასუხი განისაზღვრა მათი საარჩევნო ნომრით, უმცირესიდან უმეტესის მიმართულებით. ყოველი შემდგომი პასუხის, ან რეპლიკის შესაძლებლობა მიეცემა რიგით შემდგომ კანდიდატს. ასევე, კანდიდატებს ექნებათ ერთი წუთი საკუთარი თავის წარსადგენად.

კითხვები ასევე შეირჩევა სოციალური მედიიდან გამოხმაურებების შესაბამისად და თავად კანდიდატების საარჩევნო დაპირებებიდან და პროგრამებიდან.

თითოეული ბლოკის ბოლოს კანდიდატებს დაეთმობათ დრო საკუთარი ოპონენტების გამოსვლების შესაფასებლად, კონტრარგუმენტების მოსაყვანად, ან დამატებითი არგუმენტაციისთვის. ასევე, კანდიდატებს საშუალება ექნებათ, გააკეთონ საარჩევნო მოწოდება.

ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ, დაუსვან შეკითხვა პრეზიდენტობის კანდიდატებს პირველი არხის ფეისბუქზე, ასევე საიტზე, სადაც განთავსებულია პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვა და ბიოგრაფია.

ვიდეო/აუდიო
სიახლეები