ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები

„ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები” – ახალი სეზონი, ყოველდღე ახალი გაკვეთილი.

გოგა ლაზრიშვილი, იგივე „ცვანციკა” დაგეხმარებათ ისწავლოთ მათემატიკა და ამას სულ რაღაც 250 გაკვეთილში მოახერხებს.

გოგა ლაზრიშვილი მათემატიკოსია 35-წლიანი გამოცდილებით. მას 7000 გაკვეთილი და 400 ლექცია აქვს ჩატარებული. სწორედ ის დაეხმარება აბიტურიენტებს მათემატიკის სასკოლო გამოცდის და ეროვნული გამოცდების უნარების მათემატიკური ნაწილის დაძლევაში.

მოემზადეთ გამოცდებისთვის ჩვენთან ერთად, უყურეთ ვიდეოგაკვეთილებს, გააკეთეთ ტესტები და კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ჩვენი პროექტის ფეისბუქის გვერდზე.

ჩვენი ვიდეოგაკვეთილების დახმარებით გაგახსენებთ იმას, რაც დაგავიწყდათ და გასწავლით იმას, რაც გამოტოვეთ.