ჩვენი სკოლა
სამშაბათი, 17:00

სამშაბათი, 17:00

გია მურღულიას ყოველკვირეული საავტორო გადაცემა „ჩვენი სკოლა“ კონცენტრირებული იქნება სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვან და აქტუალურ მოვლენებზე, ქართული და უცხოური სასკოლო განათლების სისტემის რეფორმებსა და პრობლემებზე.

„ჩვენი სკოლა“ შექმნის პრინციპულ სადისკუსიო სივრცეს, რომელშიც შესაძლებელი იქნება განსხვავებული აზრის მოსმენა და უკეთეს შემთხვევებში – კონსენსუსის მიღწევაც.

გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ის შეეცდება იყოს დინამიკური და საინტერესო მსმენელისთვის, რომლისთვისაც ყოველთვის მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდეს სკოლას, რათა მართებული არჩევანიც გააკეთოს და შეძლოს კიდეც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას გონივრულად მოსთხოვოს ის, რაც მოსწავლეს უკეთესი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.