ჩაკრულო
შაბათი, 14:00

შაბათი, 14:00

„ჩაკრულო“ – ქართული ხალხური სუფრული სიმღერის მწვერვალი, დღესაც მოგზაურობს გალაქტიკაში, როგორც დედამიწის ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიმუში.

გადაცემა კიდევ ერთხელ აზიარებს მსმენელს ლეგენდად ქცეული მომღერლების ხელოვნებას, ასევე სთავაზობს მათ შემოქმედებით პორტრეტებს, თითოეული სიმღერის წარმოშობის ამბავს, ხალხური პოეზიის ნიმუშებს.

გადაცემა პირდაპირ ეთერში წარადგენს როგორც ახალბედა, ასევე სახელგანთქმულ ანსამბლებს.

ჩვენ ვცდილობთ შევეხოთ ფოლკლორში მიმდინარე პრობლემურ თემებს, რა თქმა უნდა, დაპირისპირებულ მხარეთა შორის ბალანსის დაცვით.