არჩევნები

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. არჩევნების დღეს საქართველოს პირველი არხი ყველა პლატფორმაზე მაყურებელს სთავაზობს უწყვეტ ეთერს. მთელი დღის განმავლობაში იქნება უწყვეტი ეთერი – „მოამბის“ სპეციალური გამოშვებები, საინტერესო სტუმრები, რეპორტაჟები. სპეციალურად არჩევნები 2021-სთვის შეიქმნა ვებპორტალი elections.1tv.ge, სადაც ამომრჩეველი გაეცნობა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა მონაცემს მთელი საქართველოს მასშტაბით.