ახალი დღე
ორშაბათი - პარასკევი, 07:30

ორშაბათი – პარასკევი, 07:30 – 10:00
წამყვანები – ელენე კალანდაძე, დავით გორგილაძე, ანო თაკალანძე, გიორგი აბაშიძე.

დილის საინფორმაციო-გასართობი პროგრამა „ახალი დღე“ ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს, 07:30-დან 10:00 საათამდე.

„ახალი დღის“ შემადგენელი რუბრიკებია:
• კულტურა – წამყვანი – დავით ალადაშვილი
• არქივი – წამყვანი – გიორგი კეკელიძე
• ლიტერატურა – წამყვანი – გიორგი კეკელიძე
• ეკოლოგია – წამყვანი – ნინო იმნაიშვილი
• სპორტი – წამყვანები – გიორგი თვალაბეიშვილი, ლუკა ჭოჭუა
• პოპხელოვნება – წამყვანი – ლადო ტატიშვილი
• „ქალაქი“ – ავტორი – მარიამ ფირცხალავა
• „რეგიონი“
• „ბიზნესპარტნიორი” – წამყვანი – სოფიო მაქაცარია

წამყვანების წყვილები დღის მთავარ ამბებს, საზოგადოებრივ, კულტურისა და სპორტის ექსკლუზიურ სიახლეებს მოგვაწვდიან.

„ახალი დღე“ საინტერესო სტუმრებთან შეხვედრით დაიწყება.

ჟურნალისტები მოვლენათა ეპიცენტრიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთვებიან.

„ახალი დღე“ წარმოგიდგენთ კალენდარს, რომლის მეშვეობით შეიტყობთ, რითი არის გამორჩეული ისტორიაში ერთი კონკრეტული დღე. აგრეთვე, მსოფლიოს ყველაზე საინტერესო მოვლენებს – დღის ამბებს და ადამიანებს, რომლებიც ცვლიან სამყაროს.

პროგრამა ითვალისწინებს მუსიკალურ პრემიერებსა და მულტიმედიურ თანამშრომლობას საქართველოს რადიოსთან.

გადაცემას ყოველ ნახევარ საათში უერთდება არხის მთავარი საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკის სიახლეებით.