საჯარო ინფორმაცია

საჯარო ინფორმაცია

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დაფუძნებულია “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წარმოადგენს სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილ, საჯარო დაფინანსებით მოქმედ, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაცული ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

სტატისტიკა

2015-2016 წლებში  საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სტატისტიკა

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტი
დიმიტრი ბერძენიშვილი

ტელ. 0322 2 409 007
ელ-ფოსტა: [email protected]

ინფორმაციის გამოთხოვა