რუანდას გენოციდის დაფინანსებით ბრალდებით, პარიზის ახლოს ბიზნესმენი, ფელიჩიენ კაბუგა დააკავეს
რუანდას გენოციდის დაფინანსებით ბრალდებით, პარიზის ახლოს ბიზნესმენი, ფელიჩიენ კაბუგა დააკავეს

რუანდას გენოციდის დაფინანსებით ბრალდებით, პარიზის ახლოს ბიზნესმენი, ფელიჩიენ კაბუგა დააკავეს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საფრანგეთში გაყალბებული საბუთებით და შეცვლილი სახელით ცხოვრობდა.

ფელიჩიენ კაბუგა 84 წლისაა. დაკავებული ეჭვმიტანილი რუანდის ყოფილი პრეზიდენტის, ჟიუვენალ ჰაბიარიმანას შიდა წრის წევრი იყო, რომლის მკვლელობამ 1994 წლის 6 აპრილს გენოციდს მისცა ბიძგი.

ფელიჩიენ კაბუგა რადიო კომპანიას ხელმძღვანელობდა, რომელიც ტუტსის ხალხის მკვლელობების მოწოდებას აჟღერებდა. კაბუგა ასევე აკონტროლებდა „თავდაცვის ეროვნულ ფონდს“, რომელიც ჰუტუს შეირაღებული პირების შეირაღების და ლოჯოსტიკისთვის აგროვებდა თანხებს. რუანდაში გენოციდი 1994 წელს მოხდა, რასაც 800 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.