მღერის გალაკტიონ ტაბიძე - „სახლი ტყის პირად“

სიმღერის ტექსტი:

ეხლაც ჩემს თვალწინ არის

თქვენი ბინა ტყის პირად

და საღამო მდინარის,

გახელილი ცისფერად.

მთავაზობდით დები ვარდთ

და ამბობდით ლანდებით:

„თქვენ ისეთი კარგი ხართ,

თქვენ პოეტი ბრძანდებით“.

და გავიდა ივლისი,

და მოვიდა, წამებო,

შფოთიანი ტფილისი:

პოეტების სამეფო!