#წიგნებისთაროMEDIA
ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!
#წიგნებისთაროMEDIA ახალგაზრდული ინოვაციური პროექტია, რომელიც უნიკალურ ქართულ პლატფორმაზე ხორციელდება.
პროექტის მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით გამოავლინოს შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები, როგორც მოსწავლეები, ისე სტუდენტები, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და მათთან ერთად შექმნას ახალი, თავისუფალი, წიგნიერი, სწავლასა და წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდული მედია სივრცე.
მობილური აპლიკაცია „წიგნების თარო“ (Google Play/App Store), საქართველოს ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გააზიარონ ნებისმიერი საინტერესო ამბავი, რომელიც მნიშვნელოვანია უშუალოდ მათ და ასევე მათი თანატოლების ცხოვრებაში, აქტუალურია ქვეყნისთვის და გარშემომყოფი სამყაროს მრავალფეროვნებას ასახავს.
ამბის გაზიარება შესაძლებელია ნებისმიერი ფორმით – ფოტო, ვიდეო, ტექსტი. ყველა პოსტი, რომელიც რედაქციის გადაწყვეტილებით „წიგნების თაროს“ აპლიკაციაში გაზიარდება, ავტომატურად ხდება #წიგნებისთაროMEDIA პროექტის მონაწილე. პლატფორმა ყველასთვის თავისუფალია, თუმცა ზოგიერთ კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეუძლიათ.
7 ოქტომბრიდან 16 დეკემბრამდე, 10 კვირის განმავლობაში, „წიგნების თაროს“ აპლიკაციაში სხვადასხვა კონკურსები გაიმართება. გამარჯვებული ავტორები კონკურსების შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
მთავარი პრიზი!
პროექტის დასრულების შემდეგ, საახალწლოდ, „წიგნების თაროს“ მე-3 სტუდენტური სეზონის ფინალში გამოვლინდება #წიგნებისთაროMEDIA-ს ექვსი რჩეული – მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლე ან ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტი. რჩეული ავტორები საჩუქრად ლეპტოპებს მიიღებენ და 2020 წლის იანვრიდან საქართველოს პირველ არხზე ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სპეციალურ პროგრამას გაივლიან!
ასახე აწმყო და შექმენი მომავალი „წიგნების თაროსთან“ ერთად!
აპლიკაციაში #წიგნებისთაროMEDIA მასალის განთავსება უფასოა. შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით.
მასალის ატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებით!
გვიპოვე PlayStore-ზე
გვიპოვე AppStore-ზე