Hamburger menu icon Hamburger menu close icon

კონკურსის პირობები

#წიგნებისთაროMEDIA

ასახე აწმყო და შექმენი მომავალი

 

7 ოქტომბრიდან 16 დეკემბრამდე, 10 კვირის განმავლობაში!

ჩაერთე ყოველკვირეულ კონკურსებში და მოიგე პრიზები!

 

  1. #კვირისპოპულარული
  2. #წიგნებისთაროსრჩეული
  3. #ბლოგერებისკონკურსი

 

დაეუფლე ჟურნალისტის პროფესიას, გადაიღე, დაწერე, გააზიარე, გაიმარჯვე და შემოუერთდი საქართველოს პირველი არხის გუნდს!

 

#კვირისპოპულარული

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს.
  • კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ყველა პოსტი, რომელიც კვირის განმავლობაში აიტვირთება.
  • კონკურსში გამარჯვებული პოსტი გამოვლინდება ყოველკვირეულად „ლაიქების“ რაოდენობის მიხედვით.
  • კვირის გამარჯვებული ავტორი დასაჩუქრდება ტექნიკის მაღაზიის 100-ლარიანი ვაუჩერით!

 

#წიგნებისთაროსრჩეული

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს.
  • კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ყველა პოსტი, რომელიც კვირის განმავლობაში აიტვირთება.
  • კონკურსში გამარჯვებულს ყოველკვირეულად გამოავლენს სარედაქციო ჯგუფი.
  • კვირის გამარჯვებული ავტორი დასაჩუქრდება ტექნიკის მაღაზიის 100-ლარიანი ვაუჩერით.

 

* #წიგნებისთაროMEDIA ჯგუფი იტოვებს უფლებას, კვირის განმავლობაში არსებული მასალის გათვალისწინებით, არ გამოავლინოს ან დაასახელოს ერთზე მეტი გამარჯვებული.

 

#ბლოგერებისკონკურსი

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
  • კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ყველა ბლოგპოსტი, რომელიც კვირის განმავლობაში აიტვირთება.
  • ბლოგპოსტის თემა და ფორმა თავისუფალია, მიიღება ყველა სახის ტექსტი.
  • ბლოგპოსტის მაქსიმალური რაოდენობაა 3000 სიმბოლო.
  • ბლოგპოსტი უნდა აიტვირთოს თქვენი პროფილიდან, სადაც აღნიშნული იქნება ნამდვილი სახელი და გვარი.
  • ბლოგპოსტის ატვირთვისას დაურთეთ გასაფორმებელი ფოტო, ტექსტის გრაფაში კი მიუთითეთ სკოლის დასახელება, კლასი და #ბლოგერებისკონკურსი.
  • კონკურსში გამარჯვებულს ყოველკვირეულად გამოავლენს სარედაქციო ჯგუფი.
  • კვირის გამარჯვებული ავტორი დასაჩუქრდება ტექნიკის მაღაზიის 100-ლარიანი ვაუჩერით.
  • პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდება ექვსი ბლოგერი, რომლებიც სეზონის ბოლოს, „წიგნების თაროს“ ბონუს თამაშში მიიღებენ მონაწილეობას.
  • გამარჯვებული გუნდის სამივე წევრი iPhone-ებით დასაჩუქრდება!

 

* #წიგნებისთაროMEDIA ჯგუფი იტოვებს უფლებას, კვირის განმავლობაში არსებული მასალის გათვალისწინებით, არ გამოავლინოს ან დაასახელოს ერთზე მეტი გამარჯვებული.

 

 მთავარი პრიზი!

პროექტის დასრულების შემდეგ, საახალწლოდ, „წიგნების თაროს“ მე-3 სტუდენტური სეზონის ფინალში გამოვლინდება #წიგნებისთაროMEDIA-ს 6 რჩეული – მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლე ან ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტი. რჩეული ავტორები საჩუქრად ლეპტოპებს მიიღებენ და 2020 წლის იანვრიდან საქართველოს პირველ არხზე ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სპეციალურ პროგრამას გაივლიან!

 

* #წიგნებისთაროMEDIA-ს მთავარი პრიზის მოპოვება არ არის დამოკიდებული ყოველკვირეული კონკურსის შედეგებზე.

 

 

სამომხმარებლო შეთანხმება

 

აპლიკაციაში #წიგნებისთაროMEDIA მასალის განთავსება უფასოა. შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით.

მასალის ატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებით!

თუ გსურთ მასალის განთავსება, უნდა გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია.

აკრძალულია მომხმარებლის სახელად უხამსი, უცენზურო ან ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც შეიცავს ადამიანთა დისკრიმინაციის პროპაგანდას – რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი და სოციალური ნიშნით.

აკრძალულია საკუთარი პერსონის – გვერდის თანამშრომლად, ან სხვა პირად/ორგანიზაციის წარმომადგენლად წარმოჩენა და ისეთი სახელით დარეგისტრირება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები (მაგალითად: ცნობილი ადამიანების ან ორგანიზაციების დასახელებები, ადმინისტრატორი და ა.შ.).

რეგისტრაციისას აუცილებელია მოქმედი ელ-ფოსტის და მობილური ტელეფონის ნომრის მითითება.

ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს ზემოთ ჩამოთვლილი წესების დარღვევით დარეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და კონტენტი.

აპლიკაციით სარგელობა შესაძლებელია iOS 9 ვერსიიდან, ხოლო ანდროიდებში 4.4.1-დან.

რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია და ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, არ გადასცეს ის მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს განთავსებული მასალების დაკარგვასა და დაზიანებაზე.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს თავისი ანგარიშის გაუქმება.

ადმინისტრაცია უფლებამოსილია გამოიყენოს/დაარედაქტიროს მომხმარებლის მიერ ატვირთული მასალა ან მისი რომელიმე ნაწილი, მასალის განმთავსებლისთვის, ან მესამე პირისთვის ფულადი ანაზღაურების გადახდის გარეშე.

მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს ქართული ფონტით აკრეფილი სახელითა და გვარით.

სათაური უნდა შეესაბამებოდეს პოსტის შინაარსს.

სათაური და ტექსტი უნდა იყოს განთავსებული ქართულ ენაზე, სხვა ენის გამოყენება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში (მაგ. უცხოური სახელწოდება, ციტირება, ვებ-გვერდის მისამართი და ა.შ.)

მომხმარებელს შეუძლია ერთ პოსტში განათავსოს არაუმეტეს შვიდი მულტიმედიური კონტენტი (ექვსი ფოტო და ერთი ვიდეო). მულტიმედიური კონტენტის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 MB-ს, ვიდეოს მაქსიმალური რეზოლუცია Full HD (1920×1080).

სასურველია, ვიდეო და ფოტო ჰორიზონტალურად იყოს გადაღებული.

პოსტის ტექსტის მაქსიმალური ზომა არის 3000 სიმბოლო, უფრო დიდი მოცულობის ტექსტი საიტზე არ განთავსდება.

იუზერის პროფილი საიტზე არ გამოჩნდება, თუ არ აქვს პოსტი დამატებული.

თუ არ გსურთ პოსტში თქვენი სახელის და გვარის მითითება, პოსტის ატვირთვისას მონიშნეთ ველი – „ავტორის დაფარვა“ და თქვენი პოსტი გამოქვეყნდება „ანონიმი ავტორის“ სახელით.

თუკი მასალა შეიცავს: შეურაცხმყოფელ, ქსენოფობიურ, რასისტულ, ჰომოფობიურ მოსაზრებებს, რელიგიური შეუწყნარებლობის, ნებისმიერი სახის ძალადობის მოწოდებას, ან მცდარ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, დამთრგუნველი და შემზარავი ეფექტის მქონე მასალებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული საქმიანობის სწავლებასა და პროპაგანდას, ან ისეთ განცხადებებს, რომელთა მიზანია გარკვეული საიტების, პროდუქტებისა და მომსახურების რეკლამირება/გაყიდვა, მასალა არ გამოქვეყნდება!

სამომხმარებლო პირობების მიღებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, დაიცვათ განსაზღვრული წესები, ასევე, იღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმ ზიანისთვის, რომელიც შეიძლება მიადგეს „წიგნების თაროს“, საქართველოს პირველ არხს ან/და სხვა მესამე პირს.

თუ ატვირთული მასალა შეიცავს პლაგიატს ან ცილისმწამებლურ განცხადებას, დაზარალებულ მხარეს უფლება ექნება თქვენ წინააღმდეგ მიმართოს სასამართლოს და ამ შემთხვევაში საქართველოს პირველი არხის ადმინისტრაციას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.