საერთაშორისო თანამშრომლობა

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრია, სადაც ის სარგებლობს გარკვეული პრივილეგიებით.

  • Eurovision Academy

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ტრეინინგ ცენტრი, რაც გულისხმობს ჟურნალისტების გადამზადებას შესაბამის სფეროში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2007 წლიდან  ყოველწლიურად წარადგენს კონკურსანტს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2007 წლიდან  ყოველწლიურად წარადგენს კონკურსანტს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.  საქართველო საბავშვო ევროვიზიის ორგზის გამარჯვებულია. 

  • ტრენინგები

საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს EBU-ის სხვადასხვა სახეობის ტრეინინგით.         

  • რადიო კონცერტები

ევროპის მაუწყებელთა კავშირი საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველგვარი გადასახადის გარეშე სთავაზობს სხვადასხვა კონცერტს რადიოში განსათავსებლად.

  • საერთაშორისო სპორტული მოვლენები

საზოგადოებრივი მაუწყებელი შეღავათიან ფასად იძენს საერთაშორისო სპორტულ მოვლენებს  –  ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშებს, მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, კონფედერაციის თასს, სხვადასხვა ევროპის ჩემპიონატებს: ფეხბურთში, ძიუდოში, ჭიდაობაში;

  • სატელიტური უზრუნველყოფა

ევროპის მაუწყებელთა კავშირი უზრუნველყოფს მრავალი სპორტული თუ არასპორტული საერთაშორისო მოვლენის სატელიტურ უზრუნველყოფას (ვენის საახალწლო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, ჩემპიონთა ლიგის სატელიტური მომსახურება, რაგბის, კალათბურთისა და სხვადასხვა საფეხბურთო მატჩის  ტრანსლაციას) შეღავათიან ფასად.

  • დოკუმენტური და მხატვრული ფილმები

ევროპის მაუწყებელთა კავშირი წევრ მაუწყებლებს სთავაზობს უფასო და ფასიანი დოკუმენტური  და მხატვრული ფილმების ჩამონათვალს, რომელთაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ათავსებს ეთერში;

  •  სატელევიზიო ჩართვები

ევროპის მაუწყებელთა კავშირი წევრი მაუწყებლებისთვის შეღავათიან ფასად  უზრუნველყოფს სატელევიზიო ჩართვებს სხვადასხვა ქვეყნიდან (სამთავრობო შეხვედრებისა და სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული მოვლენების გაშუქების საჭიროების შემთხვევაში);


ახალი ამბების გაცვლა

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლობს  ახალი ამბების მსოფლიო სააგენტოსთან Thomson Reuters – თან და უწყვეტ რეჟიმში იღებს მსოფლიო ახალ ამბებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის რეგიონული ტელევიზიების ასოციაციის წევრია, სადაც იგი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს მათ მიერ დაგეგმილ კონკურსებსა და ტრეინინგებში. საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმები CIRCOM -ის კონკურსის მრავალგზის გამარჯვებულია. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლობს ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან სხვადასხვა საკითხზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლობს “ამერიკის ხმასთან”, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს ერთობლივ სატელევიზიო და რადიო პროექტებს.