ნორმატიული აქტები

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დაფუძნებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. შესაბამისად, კანონი განსაზღვრავს:

  • სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამართლებრივ სტატუსს, ხელმძღვანელ ორგანოებს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შინაარსობრივ ვალდებულებებს, საქმიანობის პრინციპებს (სარედაქციო დამოუკიდებლობა, ტელერადიოპროდუქციის და მასთან დაკავშირეული მომსახურების შესყიდვა, საქმიანობის საჯაროობა და ა.შ.), პროგრამული პრიორიტეტების მიღების წესს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის), გენერალური დირექტორის და თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტის პირობებს, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობას, გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესებს, სამეურვეო საბჭოს მიერ სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების წესებს, სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დამტკიცების და აუდიტის ჩატარების პირობებს, სამეურვეო საბჭოს მიერ ანგარიშის წარდგენის წესს და ვადებს
  • მოთხოვნებს, რომელიც დაცული უნდა იქნეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ტელერადიოპროდუქციის წარმოების ან/და გავრცელებისას
  • სამაუწყებლო რეკლამის (კომერციული, სოციალური და წინასაარჩევნო რეკლამის) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განთავსებისა და გავრცელების წესებს
  • მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს კომინუკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას, ფუნქციებს და საქმიანობის წესს
  • საქართველოს კომინუკაციების ეროვნული კომისიის მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ანგარიშვალდებულების პირობებს და კანონის დარღვევისათვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სანქციების გამოყენების პირობებსა და ოდენობებს
  • მაუწყებლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონი


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2009 წლის 12 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი”

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს:

  •  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს. ამასთან,

ა) მაუწყებლობის პრინციპები განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულ სტანდარტებს და სავალდებულოა შესასრულებლად;

ბ) წესები განსაზღვრავს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იქნას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად;

გ) სახელმძღვანელო რეკომენდაციები არის მეთოდური მითითებები (ხერხები და საშუალებები), რომელთა გამოყენებით საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია დაიცვას „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი პრინციპები და წესები. რეკომენდაციები ეხმარება საზოგადოებრივ მაუწყებელს მომსახურების  წესების, პირობების, ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში. სახელმძღვანელო რეკომენდაციები ასევე ეხმარება ჟურნალისტებს, რედაქტორებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

  • თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრების განხილვის წესს
  • სამაუწყებლო რეკლამის განთავსებისა და სასპონსორო მომსახურების გაწევის პირობებს
  • მაუწყებლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი მიღებულია 2006 წელს და ორიენტირებულია როგორც მომხმარებლის უფლებების, ასევე მაუწყებლისა და მისი ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე.

 

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. კოდექსი არეგულირებს:

  • ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის ზოგად დებულებებს
  • საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს
  • ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმებს, რეკვიზიტებს, მისი მიღებისა და გამოცემის წესებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების პირობებს და წესებს
  • ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს
  • ადმინისტრაციული წარმოების სახეებს
  • კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები (2015 – 2016)

საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც სამაუწყებლო ინსტიტუციას, კანონი ავალდებულებს: ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გადასცეს და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახადოს პროგრამები, რომლებიც მაქსიმალურად ასახავენ საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან, ხელს უნდა უწყობდეს ქართული სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და მოქალაქეთა ცხოვრების ხაარისხის გაუმჯობესებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო დაფინანსებით მოქმედებს და ამიტომ იგი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.

„საქართველოს კანონი მაუწყებლის შესახებ“ უფლებას აძლევს და ავალდებულებს სამეურვეო საბჭოს, რომ მან საზოგადოებას საჯარო განხილვისთვის წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტების პროექტი.

სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები ეფუძნება რამდენიმე წყაროს: საქართველოს კანონმდებლობა, მაუწყებლის მიმართ დამოკიდებულების შესახებ ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა, ქართულ მედიასთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ალტერნატიული კვლევები, მედიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სფეროში არსებულ საერთაშორისო გამოცდილება.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დებულება

დებულებით განსაზღვრულია:

  • სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიზნები და საქმიანობის საგანი
  • სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სტრუქტურა
  • სამეურვეო საბჭოს და გენერალური დირექტორის ფუნქციები
  • საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის და საქმიანობის წესი
  • ფინანსები, ბიუჯეტი და აუდიტი
  • საზოგადოებრივი მაუწყებლობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შრომის შინაგანაწესი

  • შრომის შინაგანაწესი არეგულირებს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და მის თანამშრომლებს შორის შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს