ზვიად კვაჭანტირაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ერთი კანდიდატის წარდგენით, სახალხო დამცველმა არჩევანის საშუალება წაგვართვა
ზვიად კვაჭანტირაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ერთი კანდიდატის წარდგენით, სახალხო დამცველმა არჩევანის საშუალება წაგვართვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტს მხოლოდ ერთი კანდიდატურა წარუდგინა.

როგორც კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს, სახალხო დამცველმა ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობას არჩევანის საშუალება წაართვა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებზე გადაწყვეტილების მიღებისას, ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობამ არჩევანის საშუალება მაინც მივეცით ჩვენს თავს და ძალიან სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველმა, თავისი მხრიდან ეს უფლება წაგვართვა, რადგანაც მასაც შეეძლო ორი კანდიდატურის წამოყენება. სწორედ ამიტომ, ნურავის ეწყინება, თუ ჩვენც ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

ზვიად კვაჭანტირაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სახალხო დამცველის კვოტით „გურია ნიუსის“ დამფუძნებლის, ია მამალაძის წარდგენას უჭერდა მხარს. სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოში თავისი კვოტით იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა დაასახელა.