ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

67 წლის მამაკაცს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა. რაც შეეხება მეორე ინფიცირებულ პაციენტს, ის 50 წლამდე ასაკის ქალია, რომელიც ზუგდიდში 30 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოსკოვიდან არის ჩამოსული.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.