ვოლოდიმირ ზელენსკი - სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას მეგობარ ქართველ ხალხს მივულოცე ევროკომისიის დადებითი შეფასება, ასევე დავაყენე სააკაშვილის შესაბამისი სამედიცინო დახმარების საკითხი
ვოლოდიმირ ზელენსკი - სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას მეგობარ ქართველ ხალხს მივულოცე ევროკომისიის დადებითი შეფასება, ასევე დავაყენე სააკაშვილის შესაბამისი სამედიცინო დახმარების საკითხი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩვენი საუბრისას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიულოცა უკრაინელებს, მე კი მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს ევროკომისიის მიერ უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევის დადებითი შეფასება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მადლობა გადავუხადე საქართველოს მალტაში „მშვიდობის ფორმულის“ ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის“, – წერს ზელენსკი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი იტყობინება, საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც.

„მე ასევე დავაყენე უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხი“, – წერს სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი.