ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტული ნაბიჯების დაგეგმვა შეუძლია, ისიც ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ოკუპანტს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტული ნაბიჯების დაგეგმვა შეუძლია, ისიც ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ოკუპანტს

მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტული ნაბიჯების დაგეგმვა შეუძლია, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ოკუპანტს მძლავრ პასუხს გასცემს.

„ყველა ლიდერი, რომელიც გვეხმარება, სრულიად ინფორმირებულია ბრძოლის ველზე აქტუალური სიტუაციის შესახებ. მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტული ნაბიჯების დაგეგმვა შეუძლია. ვიცით ისიც, როგორ ვუპასუხოთ ოკუპანტს და ვუპასუხებთ მძლავრად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირებული სამხედრო აღჭურვილობის შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მათ.

„მაშინ, როდესაც ტერორი ვრცელდება მსოფლიოში, მნიშვნელოვანია, მსოფლიომ მისცეს მაქსიმალურად ერთმნიშვნელოვანი სიგნალი, რომ ტერორისგან დაცვა არასდროს შესუსტდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.