ვოლოდიმირ ზელენსკი - იაპონიასთან შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტის მომზადება დავიწყოთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - იაპონიასთან შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტის მომზადება დავიწყოთ

საჭიროების შემთხვევაში, ყველამ საჯარო სექტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში შეუძლებელი უნდა გააკეთონ, რომ უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსული ბოროტებაც ზამთრისთვის ემზადება, ტანჯვისთვის ემზადება, ახლა კი ყველამ, საჯარო სექტორში და ადგილობრივ ხელისუფლებაში, ყველაფერი უნდა გააკეთონ და საჭიროების შემთხვევაში, შეუძლებელიც კი, რათა დაეხმარონ უკრაინას, გაუძლოს ზამთარს და შეინარჩუნოს სრული ფუნქციონირება. საჰაერო თავდაცვა, ენერგეტიკის სექტორის მომზადება, სოციალური სისტემა, პარტნიორებისგან შესაბამისი მხარდაჭერის პაკეტები – ყველა თანამდებობის პირს და მეთაურს აქვს მკაფიო ამოცანები”,- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინისა და იაპონიის პარტნიორობა გახდება სიცოცხლის დაცვისა და სხვა ერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის გლობალური მაგალითი.

„ახლახან შედგა შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და იაპონური ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენი ქვეყნის აღდგენა და განვითარება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, განაღმვითი სამუშაოები, სოციალური სფერო, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უკრაინაში – მე წარმოვადგინე კონკრეტული სფეროები, სადაც მეტის გაკეთება შეგვიძლია ერთად. გადამწყვეტია ინფორმაციული უსაფრთხოება, ჩვენი ინფრასტრუქტურის დაცვა, ინჟინერია, სოფლის მეურნეობის სექტორი. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და იაპონიას შორის პარტნიორობა გახდება გლობალური მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ როგორ დავიცვათ სიცოცხლე და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები თავისუფალი ერებისთვის. დღეს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს – ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ ორმხრივი დოკუმენტის მომზადება იაპონიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ აშშ-თან, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან, ახლა კი უკვე იაპონიასთან”,- განაცხადა ზელენსკიმ.