ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მაღალია ინტერესი თავდაცვითი მრეწველობის ფორუმისადმი, რომელში მონაწილეობაც 21 ქვეყნის 86-მა თავდაცვითმა კომპანიამ დაადასტურა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მაღალია ინტერესი თავდაცვითი მრეწველობის ფორუმისადმი, რომელში მონაწილეობაც 21 ქვეყნის 86-მა თავდაცვითმა კომპანიამ დაადასტურა

21 ქვეყნის 86-მა თავდაცვითმა კომპანიამ დაადასტურა მონაწილეობა თავდაცვითი მრეწველობის ფორუმში, რომელიც ამ შემოდგომას უკრაინაში გაიმართება. ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ვაგრძელებთ თავდაცვითი ინდუსტრიის ფორუმისთვის მზადებას, ეს იქნება პირველი ამგვარი ღონისძიება, რომელიც უკრაინაში ამ შემოდგომას გაიმართება. ფორუმისადმი ინტერესი ძალიან მაღალია. ეს სრულად ასახავს უკრაინის ძალას და პოტენციალს, ჩვენს შესაძლებლობას, დავიცვათ საკუთარი თავი და დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს, დაიცვან თავისუფლება და საერთაშორისო წესრიგი. მსოფლიოს 86 წამყვანი თავდაცვითი კომპანიამ 21 ქვეყნიდან დაადასტურა თავისი მონაწილეობა ფორუმში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ღონისძიების ამოცანაა, მისცეს უკრაინას ყველა სახის შესაძლებლობა, აწარმოოს იარაღი და ჭურვები, ასევე მისცეს თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა მას ჰქონდეს საიმედო დაცვა აგრესიის ნებისმიერი ფორმისგან. ფორუმის მიზანია ასევე უკრაინის თავდაცვის გამოცდილების მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის გაზიარება.