ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში იენს სტოლტენბერგს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში იენს სტოლტენბერგს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

ზელენსკის ინფორმაციით, სტოლტენბერგთან მან განიხილა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია, უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ასევე ვაშინგტონში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით პარტნიორებთან მიმდინარე სამუშაო.