ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას კონგრესი აუცილებლად მიიღებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას კონგრესი აუცილებლად მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ზელენსკიმ რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის დახმარების ის პაკეტი, რომელზეც კონგრესში ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

„ჩვენ არ შეგვიძლია, გავჩერდეთ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმისათვის, რომ ეს ბრძოლა იყოს ეფექტური, ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოკავშირეების, პირველ რიგში, შეერთებული შტატების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ კონგრესი აუცილებლად მიიღებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.