ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებელია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება, ჩვენ უნდა დავიცვათ ინფრასტრუქტურა და ჩვენი ხალხის სიცოცხლე
ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებელია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება, ჩვენ უნდა დავიცვათ ინფრასტრუქტურა და ჩვენი ხალხის სიცოცხლე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ვიზიტით მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ზამთრის წინ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის ლიდერის თქმით, ალიანსის გენერალურ მდივანთან ისაუბრა საკვანძო თავდაცვით საკითხებზე, განიხილა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობები.

ზელენსკის თქმით, საჭიროა აგრესორზე ზეწოლა, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს.

„აუცილებელია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება. ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოსალოდნელ თავდასხმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ითხოვა პარტნიორი ქვეყნების მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაზრდა.

„ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ ეს ზამთარი, დავიცვათ ინფრასტრუქტურა და ჩვენი ხალხის სიცოცხლე“, – განაცხადა ზელენსკიმ.