ვაჟა ფშაველას კვარტლებსა და ქავთარაძის ქუჩაზე "ხრუშჩოვკებს" ახალაშენებული კორპუსები ჩაანაცვლებს
ვაჟა ფშაველას კვარტლებსა და ქავთარაძის ქუჩაზე "ხრუშჩოვკებს" ახალაშენებული კორპუსები ჩაანაცვლებს

კომპანია m2 თბილისში, “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებას გეგმავს.

კომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი ბურდილაძის განმარტებით, უკვე შერჩეულია კონკრეტული ლოკაცია. საუბარია ვაჟა ფშაველას კვარტლებსა და ქავთარაძის ქუჩაზე.

ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, კომპანია საბურთალოს რაიონში ძველი ამორტიზებული კორპუსის ნაცვლად, ახალი კორპუსის აშენებას გეგმავს, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივები ძველი კორპუსებიდან ახალ საცხოვრებელ სახლში გადავლენ.

“ამორტიზებულ სახლებში მცხოვრებ პირებს m2 ბინების გადაცვლას ახალ აშენებულ ბინებზე შესთავაზებს. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ამორტიზებული შენობა დგას, დავიწყებთ მშენებლობას იმისთვის, რომ პროექტი კომერციულად მომგებიანი გახდეს. კონკრეტულად ქავთარაძეზე არის საშუალება, ადგილობრივებს შევთავაზოთ მათი საცხოვრებლის გადაცვლა ახალაშენებულ კორპუსებში იგივე ადგილას და იმავე ფართით. თუმცა არ გამოვრიცხავ,  მოხდეს სხვა ლოკაციის შეთავაზებაც. ამას ბაზარი დაარეგულირებს, გააჩნია ვინ რა ფართს დათანხმდება”, –  განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი ბურდილაძემ.

მისივე თქმით, ამორტიზებული საცხოვრებელი ფართის ჩანაცვლება ახალაშენებული ბინებით, მომავალში უძრავი ქონების ბაზრის განვითარების კუთხით  სერიოზული ფაქტორია. 

დატოვე კომენტარი